მიხეილ სააკაშვილი: მე ვარ ყველანაირი სცენარისთვის მზად, ჯობია ივანიშვილი მოემზადოს ამ სცენარისთვის
06-09-2017, 09:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ვარ ყველანაირი სცენარისთვის მზად, ჯობია ივანიშვილი მოემზადოს ამ სცენარისთვის, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მიერ უკრაინისთვის მისი დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართვასთან დაკავშირებით, ბრიუსელში გააკეთა.

 

 

სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინის საზღვართან მის დაკავებას არ გამორიცხავს, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლონეთის გავლით უკრაინაში ჩასვლას მაინც გეგმავს.

 

 

„ჩვენ ვართ ახლა ევროპის ცენტრში, ბრიუსელში, ევროპის მთავარ საპარლმენტო ორგანოში. აბა, დააკვირდით, მარჯვნივ, მარცხნივ ვინმე ბორკილებს მადებს? მიჭერს? ვინმე სერიოზულად იღებს მაგათ ბრალდებებს? ეს არის ორღობის, ჭორვილის ბრალდება, რომელიც უკავშირდება კოსტუმებს, გასვენებებში მიტანილ ყვავილებს, რასაც ეს ხალხი აკეთებს დღეში ასჯერ. ამაზე რომ ამათ უთხრა ვიღაცა ვიღაცას იჭერს, მით უმეტეს ყოფილ პრეზიდენტს, შემოგხედავენ, როგორც გიჟსა და ავადმყოფს....

 

 

უკრაინის დღევანდელი ოლიგარქიული მმართველობის პირველი გეგმა არის, რომ არ შემიშვან, სარეზერვო გეგმა არის დაჭერა, მოსპობა, განადგურება, მაგრამ მე არ მეშინია, მაგათ უნდა ეშინოდეთ ქართველი და უკრაინელი ხალხის. მე ვარ ყველანაირი სცენარისთვის მზად, ჯობია ივანიშვილი მოემზადოს ამ სცენარისთვის, მას აქვს პრობლემები ამ სცენარზე. მე მზად ვარ, ბოლომდე დავიცვა ჩემი პოზიციები, ესენი თუ არიან მზად? კარგად მოემზადონ და დამელოდონ," განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

უკრაინამ საქართველოსგან მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო.

 

კომენტარები: 2
#2   ნინია
      
ივანიშვილმა და მისმა ხროვამ ერთ ადგილას ამოიდო მთელი საქართველოს ბიუჯეტი და მიშას კოსტუმებს და ყვავილების ხარჯებს ედავებიან...რა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს...
6 სექტემბერი 2017 13:40
#1   Uran379
      
თავმოყვარე პრეზიდენტი ,ისიც ღარიბი ქვეყნის, არავითარ შემთხვევაში არ მოიხმარს ქვეყნის ბიუჯეტს პირადი და საკუთარი ოჯახის წევრების ხარჯების, ფავბორიტი ქალების საჩუქრების საფასურის და ა.შ. ანაზღაურებისათვის.ამისათვის მას აქვს სოლიდური ხელფასი.მან არ უნდა იკადროს ასეთი უღირსობა!!!
6 სექტემბერი 2017 11:51
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი