ხონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, კერძოდ, ივანდიდში, ახალშენში, გუბში, ნახახულევში, კონტუათში, დედალაურში, საწულუკიძეოში, ქვიტირსა და გვაზაურში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.
ხონის გამგეობის ცნობით, მონტაჟდება როგორც მიწისქვეშა, ისე საჰაერო გაზსადენი ქსელი.
გაზიფიცირების სამუშაოები დღეს გამგებლის პირველმა მოადგილემ, გელა ჩოგოვაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ილია ყუფარაძემ ადგილზე დაათვალიერეს.
ისინი ასევე დასაქმებულებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.
„ამ ეტაპზე პროცესი შეფერხებების გარეშე გეგმა- გრაფიკის მიხედვთ მიმდინარეობს და ჩვენ სამუშაოებს აქტიურ მონიტორინგს ვუწევთ. გაზსადენი ქსელი მოწყობა ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს და მას შემდეგ დაიწყება ოჯახების ინდივიდუალური გაზიფიცირება", განაცხადა გელა ჩოგოვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.