სომხურმა ეკლესიამ მილიონნახევარი ადამიანი, რომლებიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მასობრივ მკვლელობებს ემსხვერპლნენ, გუშინ წმინდანად შერაცხა.
წმინდანად შერაცხვის ცერემონია სომხეთის ეჩმიაძინის სახელობის ტაძარში გაიმართა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც ესწრებოდა.
დაღუპულთა წმინდანად შერაცხვის რიტუალი სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ აღასრულა.
ბოლოს სომხურმა ეკლესიამ კანონიზების რიტუალი 400 წლის წინათ შეასრულა. "დოიჩე ველესთან" საუბარში სომხური ეკლესიის ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა, არქიეპისკოპოსმა პარგევმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები ღირსები იყვნენ წმინდანად შერაცხვის, რადგან, მისი თქმით, ისინი რწმენასა და სამშობლოს შეეწირნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.