სატელიტური ფოტოების მიხედვით ჩრდილოეთ კორეის ბოლო ბირთვულმა გამოცდამ რამდენიმე ადგილას მეწყერი გამოიწვია.
კვირას, წყალბადის ბომბის ბირთვული გამოცდა პუნგი-რის მთებში მიწისქვეშ განხორციელდა.
ბირთვულმა გამოცდამ 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გამოიწვია, რომელიც ჩინეთის საზღვრის გასწვრივ იგრძნობოდა.
ჩრდილოეთ კორეამ დღემდე ექვსი ბირთვული გამოცდა განახორციელა, ყველა პუნგი-რიში, რომელიც მთებში გაკეთებული გვირაბების სისტემას შეიცავს.
როგორც BBC იუწყება, „38 north”-მა ბირთვული გამოცდიდან ერთი დღის შემდეგ სატელიტიდან გადაღებული სურათები გამოაქვეყნა, სადაც მეწყერის და მიწისძვრის შედეგად დეფორმირებული მთები ჩანს.
როდესაც ტალღა ნივთიერებას მიწიდან მაღლა სწევს, ნივთიერება იმავე ადგილას ვარდება რაკეტის აფრენის შემდეგ.
დარღვევებს ადგილი მანტაფის მთასთან, გამოცდის უმაღლეს წერტილში ჰქონდა.
ისინი „უფრო მრავალი და ფართო აღმოჩნდა, ვიდრე გასული ხუთი გამოცდა, რაც მანამდე განხორციელებულა“, წერია ანალიზში.
ანალიზში ასევე აღნიშნულია, რომ მაშინ, როცა გამოცდამ მძლავრი რყევები წარმოშვა, მას კრატერის დაშლა არ გამოუწვევია.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე მეცნიერი დარწმუნებულია, გამოცდამ პუნგი-რის მთებში არსებული რამდენიმე გვირაბის დაშლა გამოიწვია.
კვირას გაშვებული ბომბის სიძლიერე 50-120 კილოტონის ტოლია. ეს ბომბი ჰიროსიმაში 1945 წელს ჩამოვარდნილ ბომბზე სამჯერ დიდია.
განმეორებითმა ტესტებმა ეჭვები გამოიწვია იმისა, რომ სატესტო დაწესებულება შეიძლება დაიხუროს, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები გაყოფილნი არიან.
ამ კვირის დასაწყისში ჩინელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ განმეორებითი გამოცდების შემთხვევაში რადიაციის გაჟონვის რისკები მაღალია.
38 North-მა გაამჟღავნა, რომ გამოცდებმა შესაძლოა ვულკანის ამოფრქვევა გამოიწვიოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.