ფლორიდის პოლიციის ცნობით, ინდოელმა წყვილმა 13,000 კილომეტრი რძლისთვის „დისციპლინის“ სასწავლებლად იფრინა.
67 წლის ჯასბირ კალსი და მისი 62 წლის ცოლი, ბუპინდერი პენჯაბის რეგიონიდან ჰილსბოროს ოლქში იმისათვის გაემგზავრნენ, რომ მათი ვაჟის, დევბრისის ცოლი „დაესაჯათ და მისთვის ჭკუა ესწავლებინათ“.
ახალგაზრდა დედა, სილკი გეინდი პოლიციის ოფიცერმა ჩალურჯებებით და ნაცემ მდგომარეობაში შაბათს იპოვა მას შემდეგ, რაც გოგონას მშობლებისგან შეტყობინება მიიღო.
დაზარალებულის ქმარს თავის მშობლებთან ერთად არაერთ დანაშაულში, მათ შორის ცემაში ედებათ ბრალი.
როგორც ამბობენ, მამამთილს, რომელიც თავის ცოლთან ერთად რამდენჯერმე ესტუმრა შვილს ოჯახში, დაზარალებულის ყელზე დანაც კი ჰქონდა მიბჯენილი.
როდესაც ოფიცრები სახლს მიადგნენ, ოჯახმა კარები არ გააღო და პოლიციამ ძალის გამოყენებით შეაღწია სახლში, სადაც ახალგაზრდა რძალი ითხოვდა, რომ დახმარება აღმოეჩინათ მისთვის და და მისი ერთი წლის შვილისათვის.
კვირას გამართულ სასამართლო მოსმენაზე ქალბატონმა გეინდმა განაცხადა, რომ მისმა 33 წლის ქმარმა მის ცხოვრებაში შიშის კვალი დატოვა.
Bay News 9-ის ცნობით, მან განაცხადა: „მე ძალიან შეშინებული ვიყავი, რადგან მან მითხრა, რომ პოლიციაში დარეკვის შემთხვევაში მომკლავდა. მომკლავდა, ხომ გესმით? მან მითხრა, რომ პოლიციას 10 წუთი დასჭირდებოდა მოსასვლელად და ამ დროში ის მე მომკლავდა და შემდეგ თავს მოიკლავდა“.
ჯასბირ კალსის ბრალად დანით დამამძიმებელ გარემოებაში თავდასხმა ედება, როდესაც დაზარალებულის ქმარს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში სდებენ ბრალს.
ორივეს კი ბრალად ედება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ბავშვთან უხეში მოპყრობა და 911-ზე დარეკვაში ხელისშეშლა.
დედამთილს, ბუპინდერ კალსის ოჯახურ ძალადობასა და ბავშვისადმი უხეში მოპყრობის შეუტყობინებლობაში ედება ბრალი, იუწყება BBC.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.