სიღნაღის მუნიციპალიტეტში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა.
სიღნაღის გამგეობის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
„ამ დროისათვის სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაკრეფილია 1200 ტონა ყურძენი. წინასწარი მონაცემებით, მოსავალმა 20 000 ტონა უნდა შეადგინოს.
ღვინის კომპანიები, რომლებიც სპირტისა და ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის 1კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად ჩაიბარებენ, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით 35 თეთრს მიიღებენ.
მევენახეებისთვის 24 საათის განმავლობაში ცხელი ხაზი იმუშავებს-1501", აღნიშნულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.