სირიის არმიამ განაცხადა, რომ ისრაელის თვითმფრინავებმა ქვეყნის დასავლეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე მიიტანა იერიში.
როგორც BBC იუწყება, ლიბანის საჰაერო სივრციდან გაშვებულმა რაკეტებმა მასიაფის ახლოს მდებარე ბაზას დაარტყა, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა.
არაბული მედია და მონიტორინგის ჯგუფი აცხადებს, რომ სამიზნე ქიმიური იარაღის პროდუქციის ქარხანა იყო.
ისრაელს, რომელმაც სირიაში იარაღის საწყობებზე მანამდე საიდუმლო თავდასხმები განახორციელა, კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ლიბანური მედია ასევე იტყობინება, რომ ისრაელის თვითმფრინავებმა ლიბანის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.