ტყიბულში, ქალაქის შიდა გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
07-09-2017, 05:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ქალაქის შიდა გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, მოადგილესთან, გიორგი ლომთაძესთან და შესაბამისი სამსახურის უფროსებთან ერთად პირადად გაეცნო.

 

 

გამგეობის ცნობით, რობიზონ გვენეტაძე,  ჯავახიშვილის, ცქიფურიშვილისა და მაწკეპლაძის ქუჩებზე იმყოფებოდა, სადაც გზებზე ბეტონის საფარი დაიგო, ასევე გაეცნო სოლომონ II-ის ქუჩაზე საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთის ბეტონის საფარის დაგებისა და გვერდულების მოწყობის სამუშაოებს.

 


„აღსანიშნავია, რომ უკვე დასრულდა თაბუკაშვილის ქუჩაზე (სპორტ.სასახლესთან მისასვლელი) გზის კეთილმოწყობა და ახლო მომავალში დაიწყება მერკვილაძის ქუჩის მე-IV შესახვევის კეთილმოწყობის სამუშაოები.

 


ბეტონის საფარი ეწყობა 2,2 კმ საავტომობილო გზაზე. ქალაქის შიდა გზების კეთილმოწყობის სამუშაოებს, რისთვისაც 420 428 ლარია გამოყოფილი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „ჯეო როუდ ინვესტი" ახორციელებს", აღნიშნულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი