თუ მიხეილ სააკაშვილი თავისი ნებით გამოცხადდება, ეს იქნება გაცილებით უკეთესი იმისთვის, რომ სამართლიანობა იყოს და სასამართლო იყოს სამართლიანი, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გააკეთა.
მისი თქმით, კარგია, რომ როცა ადამიანი, რომელზეც მიდის გამოძიება და სასამართლოში მიდის პროცესი, თავად დაესწრება პროცესს.
„ეს უკეთესია მისი დაცვისთვისაც, გამოძიებისთვისაც და კითხვებსაც გაეცემა პასუხები. ასე რომ, თუ გამოცხადდება თავისი ნებით, ეს იქნება გაცილებით უკეთესი იმისთვის, რომ სამართლიანობა იყოს და სასამართლო იყოს სამართლიანი. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანზე არის საქმე აღძრული და მის მიმართ არის გამოცხადებული ძებნა, ეს არის ჩვეულებრივი პროცესია“, განაცხადა სოზარ სუბარმა.
უკრაინამ საქართველოსგან მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.