ქართულ მხარეს უკრაინამ მომართა წერილით, სადაც დასვა შეკითხვა, რჩებოდა თუ არა ძალაში სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
წულუკიანის განმარტებით, ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ, თავის დაზღვევის მიზნით გადაიგზავნა იგივე დოკუმენტები, რაც ადრე იყო გაგზავნილი.
„უკრაინულმა მხარემ მოგვამრთა წერილით, სადაც დასვა შეკითხვა, 2014-15 წლების ექსტრადირების მოთხოვნები, რომლებიც მათ მიიღეს თავის დროზე, იყო თუ არა დღესაც ძალაში, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, რომ დიახ, ის მოთხოვნები დღესაც ძალაშია.... შესაბამისად, მორიგ ჯერზე უკრაინულ მხარეს აქვს მოთხოვნა განახლებული, იგივე დოკუმენტაცია და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გუშინდელი და გუშინწინდელი კომუნიკაციიდან ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, იქ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, განახლებული პროცედურები, როგორც მათ დაარქვეს, რაკი ჩვენგან შეიტყვეს, რომ ინტერესი და სამართლებრივი მოთხოვნა საქართველოს მხრიდან კვლავ ძალაშია“, განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.