დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის კურსის ცვლილება ძირითად შემთხვევაში არაა დამოკიდებული საქართველოზე, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ღია და გახსნილი ეკონომიკა
07-09-2017, 06:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევქმენით ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხები ლარში გადაეყვანა და შესაბამისად, მათზე კურსის ცვლილებას ზეგავლენა არ მოეხდინა, ფინანასთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.

 

 

მისი თქმით, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია არ გაიზარდოს ფასები პროდუქციაზე და სესხების მომსახურებაზე.

 


„ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ იმაზე, რომ კურსის ცვლილება ძირითად შემთხვევაში არაა დამოკიდებული საქართველოზე, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ღია და გახსნილი ეკონომიკა.

 

 

შესაბამისად, ჩვენი ვალუტის კურსი არის მცურავი და ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ფასებს, ჩვენ ივლისის შემდეგ ვხედავთ, რომ ინფლაციამ დაიწყო შემცირება და დარწმუნებულები ვართ, რომ 2018 წელს ჩვენ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დავუბრუნდებით“ განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი