ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტებს ქრთამის სახით 480 მილიონი აშშ დოლარის მიღებაში ედებათ ბრალი
07-09-2017, 06:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრაზილიის მთავარმა პროკურორმა ყოფილი პრეზიდენტები, ლუის ინასიო ლულა და სილვა და დილმა რუსეფი, კრიმინალური ორგანიზაციის შექმნაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის ფულს ქვეყნის სანავთობო კომპანიების ფონდებიდან ამისამართებდა.

 


პროკურორმა როდრიგო ჯანოტმა განაცხადა, რომ ლულამ, რუსეფმა და „მშრომელთა პარტიის“ ექვსმა წარმომადგენელმა 2002 წლიდან 2016 წლამდე რამდენიმე დანაშაული ჩაიდინეს.

 


ყოფილი პრეზიდენტები ბრალდებებს უარყოფენ.

 


როგორც BBC იუწყება, ეს შემთხვევა ქალბატონი რუსეფის წინააღმდეგ პირველი კრიმინალური ბრალდებაა. რუსეფი 2016 წელს საბიუჯეტო კანონების დარღვევისათვის პრეზიდენტობიდან იმპიჩმენტის გზით გადააყენეს.

 


ბრალდებები დაკავშირებულია ოპერაცია „Car Wash”-თან, რომლის დახმარებითაც გაირკვა სქემა, რის მიხედვითაც ბრაზილიის უდიდესმა სამშენებლო ფირმებმა „პეტრობრასი“ კონტრაქტების დადებისთვის დააჯარიმეს.

 


ფულის დამატებითი ნაწილი პოლიტიკოსებისკენ წარმართეს - მათი ხმების მოსყიდვისთვის და პოლიტიკურ კამპანიებში მათ დასახმარებლად გამოიყენეს. ამ სკანდალურ საქმეში ათეულობით მაღალი რანგის პოლიტიკოსი და ცნობილი ბიზნესმენებიც არიან გარეულები, რამაც დამატებითი გამოძიებების წამოწყების საჭიროება წარმოშვა.

 


ჯანოტის განცხადებით, ლულა ამ ორგანიზაციის მეთაური იყო და „მშრომელთა პარტიამ“ ქრთამის სახით 480 მილიონი დოლარი მიიღო და მოისყიდა „პეტრობრასი“ და ბრაზილიის ეროვნული განვითარების ბანკი (BNDES).

 


230-გვერდიან დოკუმენტში ჯანოტმა აღნიშნა, რომ ეს სქემა 2002 წელს ლულას არჩევნებში გამარჯვებით დაიწყო და გასულ წელს რუსეფის იმპიჩმენტით დასრულდა.

 


ლულას, რომელიც დღესაც უაღრესად პოპულარული პოლიტიკოსია, კორუფციის ბრალდების წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს, რადგან ეს ბრალდება მას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევს.

 


მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდება უსაფუძვლო იყო და ის ყოფილი პრეზიდენტის დევნისთვის გამოიყენებოდა.

 


რუსეფის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ პროკურატურას არ წარმოუდგენია დანაშაულობათა სამხილი და მოუწოდა უზენაეს სასამართლოს უზრუნველყოს იმის გარანტია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა დაიცვას თავისი თავი ამ ბრალდებების წინააღმდეგ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი