ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საბაჟოში, საბავშვო ბაღის გადახურვა მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პანდუსი მოეწყობა.
ხობის გამგეობის ცნობით, სამუშაოს, რომლის ღირებულება 55483 ლარია, შპს „აკვედუკი-07" ახორციელებს.
მათივე ინფორმაციით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და უახლოეს პერიოდში, სკოლამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობაც დაიწყება.
„სკოლამდე მისასვლელი გზის და საბავშვო ბაღის აღდგენა ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ შეხვედრებზე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასახლებისათვის პრიორიტეტულ საკითხად სახელდებოდა", აცხადებენ ხობის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.