ლევან დავითაშვილი: აზიური ფაროსანა არ არის მარტივი გამოწვევა, ეს არის რთული პრობლემა ყველგან, სადაც ეს მავნებელი არის დაფიქსირებული
07-09-2017, 07:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფაროსანასთან ბრძოლის ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს მოსახლეობასთან ერთად, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

 

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საშიში არ არის.

 


„მოსახლეობა თვითონ უნდა იყოს მობილიზებული მავნებელთან ბრძოლის საკითხებში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვამარაგებთ ინფორმაციით, რათა ვიცოდეთ სწორად რა ღონისძიებებია ეფექტური მავნებელთან ბრძოლის კუთხით. ეს არ არის მარტივი გამოწვევა, ეს არის რთული პრობლემა ყველგან, სადაც ეს მავნებელი არის დაფიქსირებული. თუმცა, მთავარი გზავნილი არის ის, რომ სახელმწიფო მუდმივად იქნება ჩართული ამ ღონისძიებებში, იმ ნაწილში სადაც ჩვენი მოქმედებები იქნება ეფექტური, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ მას. ასევე აღვნიშნავ, რომ ეს მწერი ადამიანისთვის საშიში არ არის", განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

მინისტრმა ავიაციის შესაძლო გამოყენებაზეც ისაუბრა და იმ რისკებს გაუსვა ხაზი, რომელიც ავიაციის გამოყენების შემთხვევაში არსებობს.

 


„ეს საკითხი დღის წესრიგში ყოველთვის იყო, იმიტომ რომ ეს არის მავნებელი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გავრცელების არეალი. მაგრამ ავიაციის გამოყენების შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ქიმიურ წამლობაზე და აქ არის გასათვალისწინებელი ძალიან ბევრი დეტალი. მისი გამოყენება უნდა მოხდეს მაქსიმალური პასუხისმგებლობით და არეალი არის მაქსიმალურად შეზღუდული. კერძოდ, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს მჭიდროდ დასახლებულ ადგილებთან, რადგან ასეთ შემთხვევაში ავიაციის გამოყენება არის ძალიან სარისკო. მაგრამ გარკვეული მინდვრები, შედარებით დიდი პლანტაციები, შესაძლოა ავიაციის გამოყენებით შეიწამლოს“, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი