საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ავღანეთში დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირველი კომენტარი გააკეთა.
„გუშინ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ბაგრამის სამხედრო ბაზის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, გვყავს სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი. ერთი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ჩაუტარდა ოპერაცია, დღესაც იგეგმება მორიგი ოპერაციის ჩატარება.
აუცილებლობის შემთხვევაში, ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ მოხდეს მისი ტრანსპორტირება გერმანიაში შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით. რაც შეეხება ორ სამხედრო მოსამსახურეს, მათი მდგომარეობა შეგვიძლია შევაფასოთ, რომ არის დამაკმაყოფილებელი. ისინი უკვე გაწერეს ჰოსპიტალიდან.
ამ ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა ავღანელი თარჯიმანი, მძიმედ დაიჭრა ამერიკელი ოფიცერი. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები თუ რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი სამხედროები ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში“, აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა, რომლის კომენტარიც თავად თავდაცვის უწყებამ გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.