8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა მექსიკის სამხრეთ სანაპიროსთან. სულ მცირე შვიდი ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ პიჯიჯიაპანიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, 35 კმ-ის სიღრმეში იყო.
ბიძგები ეპიცენტრიდან 1000კმ-ის რადიუსში შეიგრძნობოდა და ის დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
მექსიკაში, გვატემალაში, ელ სალვადორში, კოსტა რიკაზე, ნიკარაგუაში, პანამაში და ჰონდურასში ცუნამის განგაში გამოცხადდა.
შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა.
მიწისძვრა იგრძნობოდა დედაქალაქ მეხიკოში, სადაც შენობები შეირყა და ადამიანები ქუჩებში გაიქცნენ.
ქალაქის ერთ-ერთმა სტუმარმა, ლუის კარლოს ბრიცენომ „როიტერსს“ განუცხადა: „არსად ვყოფილვარ სხვაგან, სადაც მიწის ასე მძლავრად რყევა შეიძლებოდა რომ შემეგრძნო“.
მექსიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ამჟამად პირველი კატეგორიის ქარიშხალი „კატიაც“ ემუქრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.