სირიაში, დეირ-ე-ზორაში ტერორისტების სამეთაურო პუნქტზე რუსული ავიაციის მიერ განხორცილებული დარტყმის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ „სამხედრო მინისტრი“ გულმუროდ ხალიმოვი იქნა ლიკვიდირებული. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეკრებაზე იმყოფებოდა საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ „სამხედრო მინისტრი“ გულმუროდ ხალიმოვი, რომელიც სასიკვდილო ჭრილობების მიყენების შედეგად გარდაიცვალა“, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.