ტყიბულში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების აღდგენა მიმდინარეობს
08-09-2017, 02:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტყიბულში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 


შიდა ეზოების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, მოადგილესთან, გიორგი ლომთაძესთან და შესაბამისი სამსახურის უფროსებთან ერთად გაეცნო.

 


„325 407 ლარის ფარგლებში სულ შვიდი ეზოს მოწყობაა განსაზღვრული. აქედან უკვე დასრულდა თაბუკაშვილის ქუჩის № 14-16, თაბუკაშვილის ქუჩის №38-ის, გამსახურდიას ქუჩა №34-ის, გამსახურდიას ქუჩა №36-ის კორპუსების ეზოების აღდგენა.

 

 

ახლო მომავალში დაიწყება თბილისის ქუჩა №4-ს, რუსთაველის ქუჩა №23-ს, ახობაძის ქუჩა №1-5 კორპუსებისა და გელათის ქუჩის (ქორეოგრაფიული სტუდიის მიმდებარედ) შიდა ეზოების აღდგენა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. "ჯეო როუდ ინვესტი" ახორციელებს.

 

 

მრავალბინიან კორპუსის შიდა ეზოების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

 

 

გამგებელი მრავალბინიან კორპუსებში აღდგენილი ლიფტების გამართულობითაც დაინტერესდა და მათი ფუნქციონირება პირადად შეამოწმა.

 

 

თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, შემდეგი მრავალბინიანი კორპუსების ლიფტების აღდგენა განხორციელდა: ტყვარჩელის ქუჩა №26, თაბუკაშვილის ქუჩა №38-ის III-ე სადარბაზო, თბილისი ქუჩა №4-ის I და IV-ე სადარბაზო, თაბუკაშვილის ქუჩა №14-ის II-ე სადარბაზო, ახობაძის ქუჩა №1-ის II და III-ე სადარბაზო. 135 900 ლარის ღირებულების სამუშაოები შ.პ.ს. "ტექ სერვისი+"-მა აწარმოა", აღნიშნულია ტყიბულის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი