დაბა მესტიაში გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე „მესტიაჭალამ“ საგზაო ინფრასტრუქტურა - ხიდები და ნაპირსამაგრი გაბიონები დააზიანა.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სტიქიის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზებიც დაზიანდა.
„დროული რეაგირების შედეგად მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მალევე მოხერხდა.

ადიდებულმა „მესტიაჭალამ“ გაანადგურა მოსახლეობის კუთვნილი რამდენიმე სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთი. მდინარემ საფრთხე შეუქმნა საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის სადგურსაც", აღნიშნულია მესტიის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და მიყენებული ზარალის ოდენობის დათვლა მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებოდა მეტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.