მიხეილ ჯანელიძე ტალინში ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
08-09-2017, 02:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთს ეწვია, სადაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ესტონეთის ინიციატივით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორი" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამუშაო შეხვედრა იმართება.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტალინში ვიზიტისას მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა ავსტრიელ კოლეგასთან, სებასტიან კურცთან გამართა.

 

 

„საქართველო-ავსტრიის ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში არსებული წარმატებული და აქტიური თანამშრომლობა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნამ. მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოზიტიური ტენდენციით, აღინიშნა ავსტრიული კომპანიების სულ უფრო მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ტურიზმის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე მინისტრებმა აღნიშნეს, ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი უფრო დიდია და მხარეებმა უნდა იმუშაონ მისი სრულად რეალიზაციისათვის.

 

 

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები. ავსტრიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სრული მხარდაჭერა მის ევროპულ მისწრაფებებში და აღნიშნა საქართველოს თვალსაჩინო წარმატება ინტეგრაციის პროცესში. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ნოემბრის სამიტზე და იმედი გამოთქვესმ, რომ სამიტი ახალ იმპულსს შესძენს „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ და ხელს შეუწყობს პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანმშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

 

 

საქართველოსა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, აღინიშნა ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში", აღნიშნულია საგრეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი