გორის მუნიციპალიტეტში პროექტ „დანერგე მომავლის" ფარგლებში, ვაშლის პირველი მოსავალი მოვიდა
08-09-2017, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში „დანერგე მომავალის“ პროექტში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, ოთარ ზარიძის ვაშლის ბაღი მოინახულეს და მოსავლის კრეფის პროცესს დაესწრნენ.

 

 

„ოთარ ზარიძე პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 3.99 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 39,900 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 29,988 ლარი ნერგებზე, ხოლო 9,912 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. ოთარ ზარიძემ კუთვნილ ფართობზე 4 სხვადასხვა ჯიშის ბაღი გააშენა და წელს პირველი მოსავლის სახით 50 ტონა ვაშლს ელოდება. ბაღში 10 ადამიანია დასაქმებული.

 

 

ბენეფიციარმა ასევე ისარგებლა კიდევ ერთი სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამით და შეღავათიანი აგროკრედიტის სახით 175,000 ლარი აიღო, ბაღის მოწყობა/გაფართოებისთვის", აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


მათივე ცნობით, პროექტ „დანერგე მომავლის" ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში სულ 1,169 ჰა მიწის ფართობზე მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები გაშენდა, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ 7,703,963 ლარი შეადგინა.

 


სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3,600 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 18,202,307 მილიონ ლარს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის" ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს", რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი