თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი: ბავშვთა სიჭარბის შემთხვევაში, უკვე გარემოს ვამზადებთ იმისთვის, რომ მოხდეს მათი გადანაწილება ჯგუფებში
08-09-2017, 04:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ა(ა)იპ თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის, მაია თორთლაძის განცხადებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაგა-ბაღში 52 სააღმზრდელო სხვადასხვა ასაკობრივი - ბაგის, საშუალო ასაკის და ბაღის ასაკის ჯგუფი მოქმედებს.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-სთან საუბრისას მაია თორთლაძემ აღნიშნა, ბავშვთა სიჭარბის შემთხვევაში, მზადდება გარემო იმისთვის, რომ მათი გადანაწილება სხვადასხვა ჯგუფებში მოხდეს.

 

 

მისივე თქმით, გადატვირთული ჯგუფების შემთხვევაში კი, ჯგუფების გაყოფა და შესაბამისი შტატების დამატება მოხდება.

 

 

„ჩვენს საბავშვო ბაღებში სულ 52 სააღმზრდელო სხვადასხვა ასაკობრივი - ბაგის, საშუალო ასაკის და ბაღის ასაკის ჯგუფია. დასაქმებული გვყავს 446 ფიზიკური პირი, მათ შორის, 101 პედაგოგია.

 

 

ადგილობრივი ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით ხორციელდება ნებისიმერ წამოჭრილ საკითხზე მხარდაჭერა. გადატვირთული ჯგუფების შემთხვევაში, ჯგუფების გაყოფა ხდება და შესაბამისი შტატების დამატება. არ არსებობს ბაღი, სადაც ჩვენ არ გვყავს ექთანი და საშტატო ნუსხის მიხედვით გაწერილი ყველა თანამშრომელი. უმრავლეს საბავშვო ბაგა-ბაღებში, რაც ახალი კანონის მიხედვით არის მომავალში გათვლილი და 1-ლი ოქტომბრიდან, ალბათ, ეს იქნება უფრო სხვანაირად გაწერილი, მასწავლებლებს ჰყავთ დამხმარე.

 

 

ბავშვთა სიჭარბის შემთხვევისთვის, ჩვენ უკვე გარემოს ვამზადებთ იმისთვის, რომ მოხდეს ბავშვთა გადანაწილება ჯგუფებში", განაცხადა მაია თორთლაძემ, რომლის თქმითაც, მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ძირითად მეთოდოლოგიად განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებული საგანმანათლებლო ლიტერატურა და სასკოლო მზაობის პროგრამები გამოიყენება.

 

 

„სასწვალო-სააღმზრდელო პროცესს წარმართავენ პედაგოგები, მუსიკის პედაგოგები, ლოგოპედები, ფსიქოლოგები, მეთოდისტები - მინდა გითხრათ, რომ ძალიან კვალიფიციური პედაგოგიური პერსონლია დასაქმებული. ესენი არიან უშუალოდ სკოლამდელი განათალების ან დაწყებითი მონათესავე განათლების მქონე პედაგოგები. ძირითად მეთოდოლოგიად ვიყენებთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებულ საგანმანათლებლო ლიტერატურას და ასევე ახალი სასწავლო წლიდან გამოვიყენებთ სასკოლო მზაობის პროგრამებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვი მოემზადოს სკოლაში დაწყებითი კლასებისთვის - პირველ საფეხურში წარმტებული ნაბიჯის გადასადგმელად", განაცხადა მაია თორთლაძემ.

 

 

მისი თქმით, ა(ა)იპ თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრი წერს აქტივობებს, გაწერს პრიორიტეტებს და ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გადამზადებები და ტრეინინგები იმართება.

 

 

„დაიწყება აღმზრდელ-პედაგოგების ტრეინინგი. ეს არის მზაობის პროგრამის ტრეინინგი. დაგეგმილი გვაქვს ასევე აქტივობა - მუსიკის პედაგოგებისთვის ტრეინინგები გაიმართება ახალი სასწავლოს წლის დაწყებიდან უახლოეს დღეებში. მიმდინარე წელს განხორციელდა მზარეულებისა და ექთნების გადამზადება", აღნიშნა ცენტრის დირექტორმა.

 

 

მაია თორთლაძემ ცენტრის პრიორიტეტებზე, უშუალოდ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში დაგეგმილ აქტივობებსა და საბავშვო ბაღებში კვების კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

 

 

„კვებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ - იცით, რომ მრავალფეროვანი საკვებისა და ხარისხიანი სასმელი წყლის მიღება ყოვედღიურად აუცილებელია. ამ მიზნით, ჩვენ თითქმის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში შეგვაქვს ნაყიდი სასმელი წყალი. რაც შეეხება საკვებს, ერთ ბავშვზე დღიურად, 2.50 ლარი იხარჯება. ბავშვებს მიეწოდებათ რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი, ხილი და ა.შ. - მრავალფეროვან მენიუს ვთავაზობთ მათ.

 

 

დაიგეგმება ძალიან კარგი აქტივობები ახალი სასწავლო წლიდან - ეს იქნება შემოდგომის ლამაზი აქტივობები, რომლებშიც უშუალოდ მშობლები იქნებიან ჩართულები. ანუ ჩვენთან ყველაფერი მშობლების უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით ხდება. ისინი მონაწილეები არიან მთლიანი სასწავლო პროცესის და ფაქტობრივად, ბავშვებთან ერთად იგეგმება ყველა აქტივობა.

 


რაც მთავარია, მინდა გითხრათ, ყველაზე პრიორიტეტული ჩვენს საქმიანობაში, არის ის, რომ საბავშვო ბაგა-ბაღში უნდა იყოს არაძალადობრივი გარემო, ანუ თითოეული როგორც ბავშვი, ისე თითოეული თანამშრომელი უსაფრთხოდ და დაცულად უნდა გრძნობდეს თავს. აი, ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებთ და ვმუშაობთ ამ მიმართულებით", განაცხადა მაია თორთლაძემ.

 

 

მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლიდან, დაიწყება მუშაობა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში არსებულმა საბავშვო-ბაღებმა 2018 წლის 31 დეკემბრამდე ავტორიზაციის გასასვლელად საჭირო პირობები დააკმაყოფილონ.

 

 

„მიღებული არის კანონი - საქართველოს პარლამენტმა 2016 წელს მიიღო კანონი „ადრეულ და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“. ეს კანონი საერთოდ განსაზღვრავს ყველა ასაკის ბავშვისათვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ნებაყოფლობით საყოველთაო ხელმისაწვდომობას. აქედან გამომდინარე, კანონქვემდებარე აქტები 2017 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, შესაბამისი უწყებების მხრიდან, უკვე ნორმატიული აქტების სახით გადმოეცემა მუნიციპალიტეტებს და ფაქტიბრივად, 2017 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე საბავშვო ბაგა-ბაღებმა ავტორიზაცია უნდა გაიარონ. აი, ამ ავტორიზაციისთვის ჩვენ უკვე ახალი სასწავლო წლიდან უნდა დავიწყოთ მომზადება რომ ავტორიაზციის გავლისთვის შესაბამისი პირობები დავაკმაყოფილოთ. ერთი წელი გვაქვს წინ და ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავააქტიურებთ მუშაობას", განუცხადა GUARDIAN.GE-ს მაია თორთლაძემ, რომლის ინფორმაციითაც, თერჯოლის მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაგა-ბაღში, რომელთაგან 19 სოფლებში ფუნქციონირებს, ახალი სასწავლო წლისთვის 1370 ბავშვი იქნება ჩარიცხული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი