ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა
08-09-2017, 05:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

 

 

„ბატონ ირაკლის აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებში საქმიანობის და მუშაობის. მე მქონდა მასთან სამსახურებრივი ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩემი მუშაობის პერიოდში. ბატონი ირაკლი მუშაობდა როგორც საჯარო, ისე კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ფინანსურ ინსტიტუტებში მრავალი წლის განმავლობაში. წლების განმავლობაში ის იყო ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ასევე ეკავა მაღალი პოზიციები კომერციულ სექტორში, კომერციულ ბანკებშიც წლების განმავლობაში და დღემდე გახლდათ ევროპის რეკონსტრუქციისა და თანამშრომლობის ბანკის ასოცირებული დირექტორი“, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი მექვაბიშვილს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ კენჭისყრა მომდევნო პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

 

 

„დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს ბატონ ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

 

 

„მინდა მას მადლობა გადავუხადო გაწეული მუშაობისთვის. მისი მუშაობის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოახერხა ჩამოყალიბებულიყო რეალურად დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ“,აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი