„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გამომიცხადებს ნდობას, როგორც გენერალური აუდიტორი, ვიზრუნებ აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე", აღნიშნული განცხადება ირაკლი მექვაბიშვილმა გააკეთა.
იგი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
„ის თითქმის 25-წლიანი გამოცდილება, რაც შეძენილი მაქვს საბანკო-საფინანსო სექტორში მოღვაწეობის დროს, მოხმარდება აუდიტის სამსახურის თვისობრივად ახალ დონეზე გადასვლას. სამსაუხრი გახდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი. ჩვენ ყველანი გავერთიანდებით იმ ღირებულებების ირგვლივ, რომელიც არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა“, განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.