საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურასთან, ირაკლი მექვაბიშვილთან შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის, ფუნქციებისა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი მექვაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო.
ირაკლი მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ახალ გენერალურ აუდიტორს პარლამენტი 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე აირჩევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.