„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება. ვაშაძე პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავდმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარადგინა.
გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისის განვითარების მისეულ ხედვაზე ისაუბრა.
„ქუთაისს უბრწყინვალესი და საამაყო ისტორია აქვს. ამ ქალაქის შვილებს საერთო ქართულ საქმეში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი, მაგრამ გვეყოფა წარსულით ცხოვრება. დრო არის, ვიშრომოთ ისე, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ჩვენი დროით იამაყონ. ეს კი ქალაქის განვითარების, ქალაქისთვის ახალი პერსპექტივების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით არის შესაძლებელი. ჩვენ ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.