იმისათვის, რომ ქუთაისმა კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა დაიბრუნოს, ქუთაისისადმი განსხვავებული მიდგომაა საჭირო, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ქუთაისის მერობის კანდიდატის წარდგენისას გააკეთა.
პარტიის მერობის კანდიდატი ქუთაისში ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იქნება.
„ქუთაისს სჭირდება მასშტაბური პოლიტიკური ფიგურა. სჭირდება ადამიანი, რომელიც მოიძიებს რესურსებს და ინვესტიციებს ქუთაისელების საკეთილდღეოდ. სჭირდება ადამიანი, რომელიც ქუთაისს მოაქცევს საყოველთაო ყურადღების ცენტრში. აქედან გამომდინარე, ჩვენმა განახლებულმა პოლიტიკურმა გუნდმა ყველაზე დიდხანს იფიქრა ქუთაისის მერობის კანდიდატის შერჩევისას. მე წარმოგიდგენთ უნიკალური გამოცდილების პოლიტიკოსს, რომელიც ყველასთვის ცნობილია არა მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს შიგნით. ის წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე, მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში უმსხვილესი ინვესტორების შემოყვანა. მის სახელს უკავშირდება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. მისი ენერგია და ინტელექტუალური რესურსი, როგორც არასდროს ისე სჭირდება ქუთაისს და ქუთაისელებს", განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.