გრიგოლ ვაშაძე: ქუთაისის მერიაში არავითარ პრემიას არავინ აღარ მიიღებს, არავის აღარ ეყოლება პერსონალური ავტომობილი მძღოლით
08-09-2017, 06:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტით თუ ვიმსჯელებთ, მთავრობის იმედი არ უნდა გვქონდეს. საჭიროა დამატებითი სახსრების მოძიება, და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, აღნიშნული განცხადება ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მისი წარდგენისას გააკეთა.

 


„პირველ რიგში, ბიუროკრატიის მკვეთრი შემცირების ხარჯზე, ქალაქს გამოუთავისუფლდება მინიმუმ 10 მილიონი ლარი, რაც განვითარებაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სპორტზე და კულტურაზე გადამისამართდება. არავითარ პრემიას არავინ აღარ მიიღებს. არავის აღარ ეყოლება პერსონალური ავტომობილი მძღოლით. რამდენიმე მორიგე მანქანაც საკმარისი იქნება მერიისთვის. სჯობს ეს ავტოპარკი გავყიდოთ აუქციონზე და ამის ხარჯზე დამატებითი სასწრაფო დახმარების მანქანები ვიყიდოთ....ქუთაისი ტრადიციულად არის მაღალი განათლების ქალაქი. არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სიღარიბეს, უარი გვათქმევინოს სრულფასოვანი განათლების მიღებაზე. ქალაქი ვალდებულია დაეხმაროს ყველა მოქალაქეს ამაში. დაწესდება მერის სტიპენდია გაჭირვებული ოჯახებისთვის და ასევე სპეციალური ფონდი, განსაკუთრებით წარმატებული სტუდენტების უცხოეთში სასწავლებლად.

 

 

უდიდესი უსამართლობა და ტრაგედიაა, როდესაც ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ ჯანდაცვის სახსრები არა აქვთ. ამ დროს, ქუთაისელებს უნდა ქონდეთ ქალაქის ხელისუფლების იმედი და თავს არ გრძნობდნენ მიტოვებულად და დაუცველად. ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სპეციალური ფონდი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის ისეთი ოპერაციებისთვის, რომელთა გაკეთებაც საქართველოში შეუძლებელია.

 

 

უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს ახალგაზრდობა და სპორტი. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს რაგბიში და ფეხბურთში საქართელოს ჩემპიონობის ტიტულები, ამას კი ამ სფეროზე ზრუნვა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ბავშვთა ფეხბურთის და რაგბის ხელშეწყობა სჭირდება. ჩემს პრიორიტეტებში ეს საკითხიც შედის და გპირდებით, ჩვენ დავიბრუნებთ დიდი სპორტული ქალაქის სტატუსს", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი