საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლონური დელეგაცია ესტუმრა.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის დირექტორს სლავომირ ფრაჩაკს, ასევე პოლონეთის არმიისა და კატინის მუზეუმების დირექტორებს - ადამ ბულავასა და ევა კოვალსკას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა უმასპინძლა.
შეხვედრას საქართველოში პოლონეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ერჟი პტაშეკი, თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირებისა და საბჭოთა წარსულის შესახებ ისაუბრეს და ქართველი და პოლონელი ისტორიკოსების, ასევე მხარეებს შორის მემორიალურ საკითხებში თანამშრომლობის თემები განიხილეს.
„თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამებში პოლონელი ლექტორების ჩართულობისა და სასკოლო სამხედრო განათლების მხრივ არსებული გამოცდილების გაზიარების საკითხებზე გაამახვილა.
პოლონურმა მხარემ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-21 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, პოლონეთის არმიის დივიზიის მეთაურის, გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძის სახელობის აუდიტორიის აღჭურვასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა.
ვიზიტის ფარგლებში, ხვალ პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლები ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრებიან", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.