ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატისა და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების კეთილმოწყობა დასრულდა
08-09-2017, 08:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატისა და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების კეთილმოწყობა დასრულდა.

 

 

ხობის გამგეობის ცნობით, პროექტის შესაბამისად შეიცვალა კარ-ფანჯრები, წყალსადენი ქსელი, კანალიზაციისა და ელექტროგაყვანილობის სისტემა, გარემონტდა ინტერიერი.

 

 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 22500 ლარი შეადგინა.

 

 

ძველი ხიბულის საექიმო ამბულატორია საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

 

 

„ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს, 1989 წლის შემდეგ, ისევ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ საექიმო ამბულატორიის მომსახურებით. მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის" მუნიციპალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მიზანი ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და დამატებითი ამბულატორიული მომსახურების გაწევაა იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ ფუნქციონირებს სახელმწიფო ამბულატორიული პროგრამა", აღნიშნულია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი