მარტვილის მუნიციპალიტეტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე აუზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მარტვილის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში აუზი მოპირკეთდება კერამიკული ყინვაგამძლე ფილებით, დამონტაჟდება წყლის მილები და საცირკულაციო ტუმბო, მოეწყობა შადრევანი.
მათივე ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 21 099 ლარს შეადგენს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული ი.მ ირაკლი გელენიძე ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.