პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა.
მონაწილეებს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცა და სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პოლკოვინკმა მალხაზ მაკარაძემ და საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და საქართველოში თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის ატაშეები, ვიცე-პოლკოვნიკი მერთ ოზოვერი და მაიორი ფუატ იბრაჰიმოვი დაესწრნენ.
„სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი 21 აგვისტოს დაიწყო და მასში მონაწილეობა ქართველმა, თურქმა და აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. სწავლება საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
კურსის განმავლობაში მსმენელები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. მათ დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციის ორგანიზებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განავითარეს. სამთო მომზადება საჩხერე-ჭიათურის სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა", აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.