მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა.
აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერსი" ავრცელებს.
მექსიკის სამხრეთ სანაპიროსთან 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს მოხდა.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ პიჯიჯიაპანიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, 35 კმ-ის სიღრმეში იყო.
ბიძგები ეპიცენტრიდან 1000კმ-ის რადიუსში შეიგრძნობოდა და ის დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
მექსიკაში, გვატემალაში, ელ სალვადორში, კოსტა რიკაზე, ნიკარაგუაში, პანამაში და ჰონდურასში ცუნამის განგაში გამოცხადდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.