შეერთებული შტატების ფედერალური საგანგებო სააგენტოს მეთაურმა განაცხადა, რომ ქარიშხალი „ირმა“ ფლორიდას და მის მეზობელ შტატებს გაანადგურებს.
ბროკ ლონგის თქმით, ფლორიდის გარკვეულ ნაწილს რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდება და 100,000-ზე მეტ ადამიანს სჭირდება თავშესაფარი.
ქარიშხალმა კარიბის კუნძულებზე გამანადგურებელი კვალი დატოვა და 1.2 მილიონი ადამიანი აზარალა.
ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია კარიბის კუნძულზე და სეინტ მარტინში ქურდობების შესახებ.
ქარიშხლის კატეგორიამ 4-მდე დაიწია, თუმცა, ოფიციალური პირები ქარიშხალს „ექსტრემალურად სახიფათოდ“ მოიხსენიებენ.
შეერთებული შტატების ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ქარიშხალი „ირმა“ გამოიწვევს ძლიერ ქარებს, რომელთა სიჩქარე 270 კმ/სთ-ს მიაღწევს.
სამხრეთ ფლორიდა კვირას 500,000 ადამიანმა დატოვა.
ბატონმა ლონგმა განაცხადა: „ქარიშხალი „ირმა“ კვლავ სახიფათოა შეერთებული შტატებისთვის და გაანადგურებს ფლორიდას და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე შტატებს“.
„შეერთებული შტატების მთლიანმა სამხრეთ-აღმოსავლეთმა მხარემ უნდა გაიღვიძოს და ყურადღება გაამახვილოს“, დაამატა მან.
კარიბის კუნძულებზე, სადაც 14 ადამიანი შეეწირა დამანგრეველ შტორმს, გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება.
სეინტ მარტინში სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.
ოფიციალური პირების თქმით, 10 სახლიდან 6 ისეთ მდგომარეობაშია, რომ მათში ცხოვრება უკვე შეუძლებელია.
საფრანგეთის ზღვისგადაღმა ტერიტორიების მინისტრმა, ანიკ გირარდინმა განაცხადა, რომ კუნძულზე „ქურდობის სცენები“ შეინიშნებოდა და მოსთხოვა პოლიციას წესრიგი დაემყარებინა და დაზარალებულებისთვის დახმარება გაეწია.
კურაჩაოზე მდებარე შეერთებული შტატების გენერალურმა საკონსულომ განაცხადა, რომ დაახლოებით 6,000 ამერიკის მოქალაქე გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა სეინტ მარტინის კუნძულზე.
ფრანგულმა, ბრიტანულმა და გერმანულმა სამხედრო ადმინისტრაციებმა კარიბის კუნძულებზე მყოფ ტურისტებს დახმარება გაუწიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.