შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს, ამერიკული სავაჭრო პალატის (AmCham) ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში, ყირგიზეთის რესპუბლიკის 21-კაციანი დელეგაცია ეწვია.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის წევრებს შს მინისტრის მოადგილე, დავით ვარდიაშვილი და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორი, გიორგი არსოშვილი შეხვდნენ.
მათივე ინფორმაციით, სტუმრებმა მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერეს, მის დანიშნულებასა და ფუნქციებს გაეცნენ, ასევე, რეალურ დროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის პროცესსაც დააკვირდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.