გაერო-ს განცხადებით, დაახლოებით, 270,000-მა როჰინგელმა მუსლიმმა დაიწყო ბანგლადეშში თავშესაფრის ძიება მას შემდეგ, რაც მიანმარში ძალადობამ მოიმატა.
პრესსპიკერმა ქალბატონმა განაცხადა, რომ მიანმარში მდგომარება შემაშფოთებელი იყო და სიტუაცია გამოსასწორებელია.
მიანმარიდან დევნილი ხალხის თქმით, მიანმარის სამხედროები სოფლებს წვავდნენ და მათ თავს ესხმოდნენ.
ძალადობა 25 აგვისტოს დაიწყო, როდესაც როჰინგელი ჯარისკაცები მიანმარის პოლიციის პოსტებს თავს დაესხნენ.
ამ ბრალდებებს მიანმარი უარჰყოფს და ამბობს, რომ მიანმარის სამხედროები როჰინგელ ჯარისკაცებს ებრძვიან.

გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს პრესსპიკერმა, ვივიან ტანმა განაცხადა, რომ მათ ბოლო 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა ტერიტორიებზე უფრო მეტი ადამიანი აღრიცხეს, ვიდრე ელოდნენ.
„არსებული ლტოლვილთა ბანაკები სავსეა და დევნილები თავშესაფარს იქ აგებენ „სადაც ცარიელ სივრცეს ნახავენ“, განაცხადა ვივიენმა. ლტოლვილები არიან „დაქანცულნი, მშივრები და ითხოვენ თავშესაფარს“, წერია გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებაში.
მიგრანტთა უმეტესობა მდინარე „ნაფის“ გავლით კვეთს საზღვარს, დანარჩენი კი, ნაპირს მიუყვება. ბანგლადეშში 300-მდე ნავი შემოვიდა ოთხშაბათს.
როჰინგას ვითარებამ ხალხში პროტესტი გამოიწვია. მიანმარის დე ფაქტო ლიდერს, აუგ სან სუუ კის თავისი ხალხის დაუცველობაში სდებენ ბრალს.
ქალბატონი სუუ კი წარმოადგენს ანტი-როჰინგულ მოძრაობას მიანმარში. სუუ კის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ როჰინგელი ჯარისკაცები და მუსლიმი სოფლელები წვავენ თავიანთ სახლებს და არამუსლიმ ხალხს თავს ესხმიან.
თუმცა, BBC-ს რეპორტიორმა სამშაბათს დაინახა, როგორ იწვებოდა მუსლიმების სოფლები რახინელი ბუდისტების მიერ, რაც ეწინააღმდეგება ოფიციალურ ინფორმაციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.