უკრაინაში, კიევის ცენტრში აფეთქება მოხდა. ბასარაბსკის მოედანთან აფეთქდა „ტოიოტას" მარკის ავტომობილი, რომლიც ქართული ნომრით გადაადგილდებოდა.
112 Украина- ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, დაიღუპა მამაკაცი, მძიმედ დაიჭრა ქალი, რომელიც მანქანას მართავდა. მათთან ერთად მყოფი ბავშვი უვნებელი გადარჩა.
გარდაცვლილი მამაკაცი საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი თემურ მახაურია, რომელიც ასევე რუსლან პაპასკირის სახელითაა ცნობილი.
ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორმა, არტემ შევჩენკომ დაადასტურა.
პაპასკირი ჩეჩნური ბატალიონის რიგებში იყო და ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში იბრძოდა.
აფეთქების ადგილზე მისული ნათესავები აცხადებდნენ, რომ თავდასხმის უკან რუსული სპეცსამსახური დგას.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.