მექსიკაში, სამხრეთ სანაპიროზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი მინიმუმ 61-მდე გაიზარდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტის, ენრიკე პენა ნიეტოს განცხადებით, მიწისძვრის შედეგად, სულ ცოტა 200 ადამიანი დაშავდა.

პრეზიდენტმა გლოვის დღე გამოაცხადა და აღნიშნა, რომ დაღუპულთა ხსოვნისთვის დროშები იქნება დაშვებული.
8.1 მაგნიტუდის მიწისძვრა ხუთშაბათს მოხდა.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ პიჯიჯიაპანიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, 35 კმ-ის სიღრმეში იყო.
ბიძგები ეპიცენტრიდან 1000კმ-ის რადიუსში შეიგრძნობოდა და ის დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.