ტყიბულში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის სახურავის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 55 695 ლარს შეადგენს.
სამუშაოები ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ მოინახულა.
„პროექტის ფარგლებში შენობის ძველი სახურავი, რომლის საერთო ფართობი 2 100 კვადრატული მეტრია სრულად იცვლება ახალი თანამედროვე ტიპის სახურავით.
სამუშაოები ოქტომბერის თვეში უნდა დასრულდეს", აღნიშნულია ტყიბულის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.