პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „პოლიტიკური აქტუალურობა" დაკარგა. მისივე თქმით, აღნიშნული „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.
„მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალურობა. ეს არის მთავარი და ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება. ჩვენ პოლიტიკური ინტერესები არ გვაქვს, რადგან ის არ არის პოლიტიკურად აქტუალური ფიგურა”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 10 სექტემბერს უკრაინიდან პოლონეთში ჩასვლას გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.