ფრანგი მუსიკოსის, პროფესორის და ლიტვის სახელმწიფოს საპატიო კონსულის მიშელ სონის დაჯილდოების ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ცნობილ კომპოზიტორს ღირსების ორდენი თავად პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადასცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიშელ სონი ღირსების ორდენით საქართველოში ახალგაზრდა ქართველი პიანისტების პროფესიული განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა.
„ჩემთვის დიდი პატივია ეს ჯილდო, რადგან მე ძალიან მიყვარს საქართველო. ეს ქვეყანა 20 წლის წინ აღმოვაჩინე და ყველაფერი გავაკეთე, რომ ქართველი ხელოვანები და საქართველო გამეცნო ევროპისთვის.
ხელი შევუწყე ახალგაზრდა მუსიკოსებს განვითარებაში, მე დღეს ჩემი ფონდის „სოს ტალანტის“ დახმარებით ვაგრძელებ იგივე საქმიანობას.
ძალიან სასიამოვნოა ასეთი ლამაზი და ორიგინალური კულტურის ქვეყანას ხელი შევუწყოთ, ჩემთვის დიდი პატივია და ამაყი ვარ იმ საქმიანობით, რასაც ვაკეთებ საქართველოსთვის", განაცხადა დაჯილდოების შემდეგ მიშელ სონმა.
პრეზიდენტის სასახლეში დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე.
ფრანგი კომპოზიტორი თბილისს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, სპეციალურად, ქართველი პიანისტებისათვის მასტერკლასების ჩასატარებლად ეწვია.
იგი უკვე 20 წელია აქტიურად ახორციელებს ქართველი პიანისტების ხელშეწყობას მისივე საერთაშორისო ფონდის - SOS Talent Foundation მეშვეობით.
ფონდის ლაურეატები სხვადასხვა დროს იყვნენ ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები, თამარ ბერაია, თედო დიაკონიძე, ანა გოგავა, გვანცა ქობალია, ბარბარე ჩხაიძე. წელს კი, ანა ყიფიანი მიემგზავრება ინგლისში სწავლის გასაგრძელებლად. ხოლო, ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე საქართველოს სახელს ღირსეულად წარმოადგენენ საერთაშორისო სცნებზე და კონკურსებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.