გამანადგურებელი ქარიშხლის, „ირმას“ მოახლოების ფონზე, ფლორიდის შტატის გუბერნატორმა განკარგულება გამოსცა, რომელიც ავალდებულებს მობინადრეებს, რომ დაუყოვნებლივ დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი სახლები და გადავიდნენ თავშესაფრებში.
„თქვენ უნდა დატოვოთ [სახლები] - არა ამაღამ, არა ერთ საათში, არამედ ახლავე“, გააფრთხილა გუბერნატორმა, რიკ სკოტმა კვირა დილით მობინადრეები ევაკუაციის ზონაში.
როგორც BBC იუწყება, ფლორიდის შტატში მცხოვრები დაახლოებით 6.3 მილიონი ადამიანის, 25%-ზე მეტის ევაკუაციის განკარგულებაა გაცემული, რადგანაც ქარიშხალი, რომელმაც კარიბის კუნძულებს გადაუარა, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და სულ მცირე 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ახლა კუბას უტევს, მას მძლავრი ქარი და თავსხმა წვიმა ახლავს და კვირას უკვე ფლორიდას ემუქრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.