„ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველმა, იულია ლატინინამ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც მის ავტომობილზე უცნობი პირების თავდასხმა მოხდა, რუსეთი დატოვა.
როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, სექტემბრის დასაწყისში „Новая газета“ ლატინინას დედაზე დაყრდნობით წერდა, რომ ჟურნალისტის ავტომობილს მის ქალაქგარეთ, პერედელკინოში მდებარე სახლთან ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. მშობლებმა მომხდარი სხვა ინციდენტს დაუკავშირეს, რომელსაც 19 ივლისს ჰქონდა ადგილი. მაშინ უცნობმა პირებმა ღამით იმ სახლის კედლებს, სადაც ჟურნალიტის მშობლები იმყოფებოდნენ და ასევე მის ავტომობილს მწვავე ქიმიური ნივთიერება შეასხურეს.
პოლიცია ლატინინას ავტომანქანისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.
იულია ლატინინას თქმით, მისი მშობლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ავტომანქანას ცეცხლი თავისით გაუჩნდა. „როგორც გაირკვა, მას ცეცხლი წაუკიდეს“, განაცხადა ჟურნალისტმა და დასძინა, რომ საზღვარგარეთ მშობლებთან ერთად იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.