სოსო ცინცაძე: დღეს ლუკაშენკო ჩვენთვის არის საჩუქარი, სხვა შუამავალი რუსეთთან არ არსებობს
24-04-2015, 04:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთთან შუამავლობის თვალსაზრისით, საქართველოსთვის საჩუქარია. ამის შესახებ ცინცაძე „ალიას" ესაუბრა.



„დღეს ლუკაშენკო ჩვენთვის არის საჩუქარი, სხვა შუამავალი რუსეთთან არ არსებობს. აბა, მიმოვიხედოთ, ვის იმედზე უნდა ვიყოთ, სარგსიანის? როგორც კი სომხებთან დაიჭერ საქმეს, აზერბაიჯანი ეგრევე გამწარდება. ახლა იმასაც აცხადებენ, ლუკაშენკოს ჩამოსვლა პრეზიდენტ მარგველაშვილის დამსახურებაა, უკრაინაში რომ იყო, მან დაპატიჟაო. არც ეს უნდა დავიჯეროთ, ეს შეთანხმებული იქნებოდა მთავრობასთან. ჩვენი მთავრობა ზომაზე მეტ ანგარიშს უწევს „ნაციონალების" წივილ-კივილს, თორემ ამ საკითხში უფრო გახსნილი და გაბედული იქნებოდა. არადა, ფონი საჩვენოა, თვითონ დასავლეთი ცდილობს, რუსეთს მოუხსნას სანქციები და დაამყაროს კარგი ურთიერთობა. დღეს არც ამერიკას აწყობს კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. დასავლეთს არც ძალიან დაახლოება აწყობს, არც ძალიან დაშორება, მთავარია, საქართველომ არ შეიცვალოს პოლიტიკური ორიენტაცია", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

 

 



კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი