მიხეილ სააკაშვილი: „გამორიცხულია პოროშენკომ საქართველოს გადამცეს, მას ამის თავი რომ ჰქონდეს, უკრაინაში რომ ვიყავი, მაშინ ჩამომართმევდა მოქალაქეობას“
10-09-2017, 03:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან და მის მცირეწლოვან შვილთან, ასევე ევროპარლამენტარებთან, უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან ერთად პოლონეთიდან კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ მიემგზავრება.

 

 

უკრაინა-პოლონეთის საზღვართან იმყოფებიან როგორც სააკაშვილის, ისე პოროშენკოს მხარდამჭერები. საზღვარზე მობილიზებული არიან უკრაინელი მესაზღვრეების და სამართალდამცველების დამატებითი ჯგუფები.

 


როგორც მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, იგი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მისი საქართველოსთვის გადაცემა მოახდინოს, თუმცა მან მზადყოფნა „ამ სცენარისთვისაც“ გამოხატა.

 


„პოროშენკო თვლის რატომღაც, რომ მე თუ შევედი უკრაინაში, ის დაემხობა, ეს რაღაც ზედმეტი წარმოდგენა აქვს ჩემს თავზე, მაგრამ, ასე თვლის, ვინ ჩააგონა ეს თავში, ესეც არ ვიცი, მაგრამ... შევარდნაძეს არ ეშინოდა ჩემი ისე, როგორც პოროშენკოს ეშინია, რაციონალურად მე ვერ ვხსნი ამას, მაგრამ მე ამ შემთხვევაში არანაირი გეგმა არ მაქვს არავის დამხობის, ჩემი გეგმაა ძაან კონკრეტული - ჩასვლა და სასამართლოში ჩემი უფლებების დაცვა ექსცესების გარეშე, მაგრამ ვინაიდან ამდენი ადამიანი მოვიდა საზღვარზე, საზღვარი არ არის ქალაქი, სადღაც ტრიალ მინდორშია, ქალაქიდან ძალიან მოშორებულად, ტრიალ მინდორში რომ ამდენი ათასი ადამიანი მოვიდა, ქალაქში რომ ჩავაღწიო, რამდენი მოვა... - წარმოიდგინეთ კიევში რომ ვიყო, რა მოხდებოდა, ლვოვში რომ ვიყო, რა მოხდებოდა და ამიტომ ამის ეშინიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ამას ბოროტად გამოვიყენებ, ჩემი ამოცანაა კანონი და კანონიერება“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ მისი საქართველოსთვის გადაცემა მოხდეს, თუმცა აღნიშნა, რომ „ამ სცენარისთვისაც მზად არის“.

 


„გამორიცხულია, პოროშენკოს ამის თავი რომ ჰქონდეს, უკრაინაში რომ ვიყავი, მაშინ ჩამომართმევდა მოქალაქეობას. რა თქმა უნდა, მე ამ სცენარისთვისაც მზად ვარ - გამწარებისგან, შიშისგან ყველაფერი შეიძლება ჩაიდინოს. მე ახლა ნამდვილად თავს არ ვიტყუებ, მაგრამ თავიდანვე რომ ეს გეგმა ჰქონოდა, არ დაელოდებოდა სანამ ამერიკაში წავიდოდი“, დასძინა სააკაშვილმა.

 

 

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვასილი სერვატიუკმა კი უკრაინულ ტელეკომპანია 24-ს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე პასპორტი აქვს - შიდა პასპორტი და საზღვარგარეთის ორი პასპორტი, რომლებიც გაუქმებულია. მისი თქმით, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს მიღებული აქვს დავალება, რომ მას აღნიშნული პასპორტები ჩამოართვას, რის შემდეგაც სააკაშვილს იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე გააბრუნებენ, საიდანაც მოვიდა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი