პოლონეთიდან უკრაინის მიმართულებით გასამგზავრებლად გამზადებული მატარებელი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები იმყოფებიან, მანამ არ გაემგზავრება, სანამ მას სააკაშვილი არ დატოვებს.
იულია ტიმოშენკომ, რომელიც მატარებელში მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფება, განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის უკანონო ბრძანების გაცემის გამო, მატარებელი მანამ არ გადაადგილდება უკრაინის მიმართულებით, სანამ იქედან სააკაშვილი არ ჩავა.
„მათ მატარებელში ადამიანები აიყვანეს მძევლად, ეს არის შანტაჟი. მე ტერორისტი ვარ, თუ ვინ ვარ, რა საშიშროებას წარმოავადგენ?“ განაცხადა სააკაშვილმა მატარებელში მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
მიხეილ სააკაშვილმა თავისი გეგმა ცოტა ხნის წინ შეცვალა და განაცხადა, რომ იგი პოლონეთიდან უკრაინაში ძველი მარშრუტით აღარ შევიდოდა. იგი ქალაქ ლვოვში მატარებლით ჩასვლას აპირებს. ამის მიზეზად საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დაასახელა ის, რომ კრაკოვეცის საზღვარზე ე.წ. ტიტუშკები არიან მობილიზებული და შესაძლოა იქ რაიმე პროვოკაცია მოხდეს.
თუმცა მატარებელი ისევ ბაქანზე დგას და სააკაშვილი იქედან ჯერჯერობით არ ჩასულა.
რამდენიმე წუთის წინ კი სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქმეში ჩაერია ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი და ამის შემდეგ მატარებელი ლვოვისკენ გაემგზავრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.