პოლონეთის მთავრობის ჩარევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში მატარებლით გაემგზავრება
10-09-2017, 06:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მატარებელი, რომელშიც იგი მის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება, პოლონეთიდან უკრაინაში გაემგზავრება და ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქმეში ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ჩაერია. 

 

 

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ პოლონეთიდან უკრაინის მიმართულებით გასამგზავრებლად გამზადებული მატარებელი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები იმყოფებიან, მანამ არ გაემგზავრებოდა, სანამ მას სააკაშვილი არ დატოვებდა.

 


იულია ტიმოშენკომ, რომელიც მატარებელში მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფება, განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის უკანონო ბრძანების გაცემის გამო, მატარებელი მანამ არ გადაადგილდება უკრაინის მიმართულებით, სანამ იქედან სააკაშვილი არ ჩავა.

 

 

„მათ მატარებელში ადამიანები აიყვანეს მძევლად, ეს არის შანტაჟი. მე ტერორისტი ვარ, თუ ვინ ვარ, რა საშიშროებას წარმოავადგენ?“ განაცხადა სააკაშვილმა მატარებელში მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

 

 

მიხეილ სააკაშვილმა თავისი გეგმა ცოტა ხნის წინ შეცვალა და განაცხადა, რომ იგი პოლონეთიდან უკრაინაში ძველი მარშრუტით აღარ შევიდოდა. იგი ქალაქ ლვოვში მატარებლით ჩასვლას აპირებს. ამის მიზეზად საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დაასახელა ის, რომ კრაკოვეცის საზღვარზე ე.წ. ტიტუშკები არიან მობილიზებული და შესაძლოა იქ რაიმე პროვოკაცია მოხდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი