პოლონეთიდან უკრაინაში მატარებლით გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების გაცემისაგან თავი შეიკავა და მათ „ივანიშვილის ჩვეულებრივი აგენტები“, ხოლო აღნიშნულ სატელევიზიო არხებს კი „ივანიშვილის დაქირავებული ცრუპენტელა არხები“ უწოდა.
„იმედის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა მატარებლით გამგზავრება უკრაინაში, სააკაშვილმა ასეთი პასუხი გასცა: „მე არ ვპასუხობ ოლიგარქის ტელევიზიას. ტელეკომპანია „იმედი“ მიმაჩნია ივანიშვილის კარის ტელევიზიად, ასე, რომ კარგად იყავით... მომიკითხეთ ივანიშვილი, კარგად მეყოლეთ, ველაპარაკები თავისუფალ მედიას“.
ჟურნალისტი: „ჩვენც თავისუფლები ვართ“.
სააკაშვილი: „თქვენ ისეთივე თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი“.
ჟურნალისტის მორიგ შეკითხვაზე, თუ რატომ არ აღმოჩნდა მათთვის ადგილი იმ ავტობუსში, რომლითაც იგი მგზავრობდა, სააკაშვილმა უპასუხა: „მე ვფიქრობ თქვენი ადგილი არის ივანიშვილის გვერდზე და იქეთ წაბრძანდით, ეხლა დამანებეთ თავი, ნუ უშლით ხალხს ხელს მუშაობაში, ნახვამდის“.
ჟურნალისტი: „მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ“.
სააკაშვილი: „მოვალეობას ასრულებთ ივანიშვილის მიმართ. მე თქვენ არ გპასუხობთ, ნახვამდის“.
ჟურნალისტი: „ჩვენ არ ვართ ჟურნალისტები?
სააკაშვილი: „არა, თქვენ ხართ ივანიშვილის ჩვეულებრივი აგენტები და ივანიშვილის დაქირავებული ცრუპენტელა არხები“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.