საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთში, კახეთში და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების დასახელების შემდეგ, მმართველი პარტიის კანდიდატები გურიაში წარადგინა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ქალაქის მოქმედი მერი ბეგლარ სიორიძე იქნება, ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი, ჩოხატაურში კი ირაკლი კუჭავა - მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.