პოლონეთის რკინიგზის სადგურიდან მატარებელი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, უკრაინის მიმართულებით კვლავ არ გამგზავრებულა
10-09-2017, 08:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ მატარებელი, რომელშიც იგი მის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, პოლონეთიდან უკრაინაში გაემგზავრებოდა მას შემდეგ, რაც საქმეში ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ჩაერია, მატარებელი კვლავ არ გასულა უკრაინის მიმართულებით, თავად სააკაშვილმა კი მორიგი ინტერვიუ ჟურნალისტებს ბაქანზე მისცა.

 

 

მან თქვა, რომ ამ ქმედებით გამოჩნდა თუ როგორი „მხდალები“ არიან უკრაინის ხელისუფლებაში და მთავარი ამ პროცესებში არის უკრაინის პრეზიდენტი.

 


უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ, რომელიც პოლონეთში, რკინიგზის სადგურზე სააკაშვილთან ერთად იმყოფება, უკრაინის გენერალურ პროკურორს მიმართა, რომ მოაგვაროს შექმნილი მდგომარეობა.

 


მგზავრების ნაწილმა დატოვა მატარებელი, ხოლო სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები ისევ უკან ავიდნენ მატარებელში, რომელიც ამ დრომდე ისევ ბაქანზე დგას.

 

 

თუმცა ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა მატარებელი დატოვა და თქვა, რომ იგი სხვა გზით შეეცდება უკრაინაში შესვლას. 

 

 

ამ წუთებში სააკაშვილი მის თანმხლებ პირებთან ერთად უკრაინაში ისევ ავტობუსით მიემგზავრება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი